Wednesday, July 12, 2017

Monday, July 10, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

   მერვე დღეს ვიმუშავეთ მერვე მოდულზე , კერძოდ კომპიუტერით სარგებლობის წესებზე, რომელიც გადმოვწერეთ საუთარ საქაღალდეში, აგრეთვე გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის ყოველდღიურ გეგმას. ვიმუშავეთ ბუკლეტების  შაბლონებზე , შევქმენით სასურველი და  თემასთან შესაბამისი შაბლონი.

Sunday, July 9, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ PowerPoint-ში მოსწავლის პრეზენტაციაზე,
ბუკლეტის შაბლონებზე , რომლებსაც მომავალ შეხვედრაზე შევავსებთ . მოვისმინეთ პრეზენტაცია  თუ რა არის პუბლიკაცია? და როგორ გამოვაქვეყნოთ.


Saturday, July 8, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღეს მოხდა მეხუთე მოდულზე მუშაობა ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკაზე. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებს და მეთოდებს , შეფასების დაგეგმის ცხრილს , შეფასების დაგეგმვას და ჟურნალის შაბლონს.  ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,  კერძოდ: დიფერენცირებულ სწავლებაზე, სსსმ მოსწავლეებზე ასეთის არსებობის შემთხვევაში , არაქართულეროვანი მოსწავლეების  და აკადემიურად წარმატებული მოსწავლეების საქმიანობის შესახებ.
მივიღეთ   საშინაო დავალების შესასრულებლად მითითებები.

Saturday, July 1, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

   მე-5 დღეს მუშაობა გავაგრძელეთ პრეზენტაციაზე PowerPoint-ში
გავაკეთეთ სურათების ჩასმა insert-ის საშუალებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , კერძოდ , შეფასების სტრატეგიებზე  განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები, შეფასების მეთოდები, შეფასების საშუალება/ინსტრუმენტები. როგორც პროექტის დასაწყისში ასევე პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.

მე-4 დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს  ვიმუშავეთ მესამე მოდულზე
გადმოვიტანეთ ჩვენს ფაილებში, კერძოდ ,საავტორო უფლებების ნებართვის ფაილში გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. კარგი იყო და მომეწონა გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი) .
 PowerPoint-ში  დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება.
 ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე ,კერძოდ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე. 
ჩავწერთ პროექტის შაბლონში 
ზოგადი კითხვა
თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითხვები

Saturday, July 17, 2010

ჩემი ოცნების გმირები ,, დავითი და თამარი’’


1.პროექტის სახელი:                   ჩემი ოცნების გმირები   ,, დავითი და თამარი’’

2.პროექტის მოკლე აღწერა:       მოსწავლეები მოიძევენ ინტერნენტის საშუალებით ინფორმაციებს.

3.პროექტის სრული აღწერა:          მოსწავლეები   სხვადასხვა  წყაროების გამოყენებით იმსჯელებენ,

იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.მოიძევენ ინფორმაციებს დავით მეფის და თამარ მეფის წინაპრების შესახებ.შეადგენენ გენეალოგიურ

,,ხეს’’

4.მონაწილეთა ასაკი:                                     15–16–17წელი.

5.ვადები:                                                            5-6დღე

6.პროექტის  შესაძლო აქტიობები კლასში:    წყვილებში , ჯგუფებში პრეზენტაციები.

7.მოსალოდნელი შედეგები:                        მეტი დაინტერესება, პატრიოტული გრძნობის გაღვივება.კვლევის უნარის ჩამოყალიბება.

8.სარგებელი სხვებისთვის:                          ინტერესი,მოტივაციის ამაღლება

9.სამუშაო ენა:                                                 ქართული ენა

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:     ––––––––––––

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

     ისტორია,გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება.

12.პროექტის ფასილიტატორი:                  ეთერ კაჭკაჭაშვილი

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა:             ekachkachashvili@gmail.com