Wednesday, July 12, 2017

Monday, July 10, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

   მერვე დღეს ვიმუშავეთ მერვე მოდულზე , კერძოდ კომპიუტერით სარგებლობის წესებზე, რომელიც გადმოვწერეთ საუთარ საქაღალდეში, აგრეთვე გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის ყოველდღიურ გეგმას. ვიმუშავეთ ბუკლეტების  შაბლონებზე , შევქმენით სასურველი და  თემასთან შესაბამისი შაბლონი.

Sunday, July 9, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ PowerPoint-ში მოსწავლის პრეზენტაციაზე,
ბუკლეტის შაბლონებზე , რომლებსაც მომავალ შეხვედრაზე შევავსებთ . მოვისმინეთ პრეზენტაცია  თუ რა არის პუბლიკაცია? და როგორ გამოვაქვეყნოთ.


Saturday, July 8, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღეს მოხდა მეხუთე მოდულზე მუშაობა ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკაზე. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებს და მეთოდებს , შეფასების დაგეგმის ცხრილს , შეფასების დაგეგმვას და ჟურნალის შაბლონს.  ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,  კერძოდ: დიფერენცირებულ სწავლებაზე, სსსმ მოსწავლეებზე ასეთის არსებობის შემთხვევაში , არაქართულეროვანი მოსწავლეების  და აკადემიურად წარმატებული მოსწავლეების საქმიანობის შესახებ.
მივიღეთ   საშინაო დავალების შესასრულებლად მითითებები.

Saturday, July 1, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

   მე-5 დღეს მუშაობა გავაგრძელეთ პრეზენტაციაზე PowerPoint-ში
გავაკეთეთ სურათების ჩასმა insert-ის საშუალებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , კერძოდ , შეფასების სტრატეგიებზე  განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები, შეფასების მეთოდები, შეფასების საშუალება/ინსტრუმენტები. როგორც პროექტის დასაწყისში ასევე პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.

მე-4 დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს  ვიმუშავეთ მესამე მოდულზე
გადმოვიტანეთ ჩვენს ფაილებში, კერძოდ ,საავტორო უფლებების ნებართვის ფაილში გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. კარგი იყო და მომეწონა გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი) .
 PowerPoint-ში  დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება.
 ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე ,კერძოდ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე. 
ჩავწერთ პროექტის შაბლონში 
ზოგადი კითხვა
თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითხვები